გურიაში გაზიფიცირების პროექტზე 1,391,236 ლარი დაიხარჯება

Construction News

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში, აცანასა და ჭალაში, გაზსადენის მშენებლობის სამუშაოები დაათვალიერა.

ვაგრძელებთ გაზიფიცირების სამწლიან გეგმას, რომელსაც ახორციელებს მთავრობა და სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. მთლიანად, 3-წლიან გეგმაში 226 ახალი დასახლებული პუნქტის გაზიფიცირება მოხდება და საქართველოს გაზიფიკაციის დონე 85%-ს მიაღწევს. გურიაში ძალიან მასშტაბური სამუშაოები მიდის, 6000-მდე ოჯახი მიიღებს გაზს. მათ შორის ისეთი დასახლებებია, სადაც ისტორიულად გაზი არასდროს ყოფილა. ჩვენ ამ რეალობას ძირეულად შევცვლით,“ – განაცხადა  ნათია თურნავამ.

აღნიშნულ სოფლებს გაზი აქამდე არ მიეწოდებოდა. პროექტის ფარგლებში ორივე სოფელში აშენდება 38,542 გრძივი მეტრი გაზსადენი და 503 კომლს საშუალება მიეცემა ისარგებლოს ბუნებრივი გაზით. სამუშაოები მიმდინარე წლის, ნოემბრის პირველ ნახევარში დასრულდება და პროექტის ჯამური ღირებულება 1,391,236 ლარს შეადგენს.

მსგავსი სტატიები