რჩეულიშვილი – ვერ გავაკონტროლე ბუღალტრული დოკუმენტაცია და მენეჯმენტის ფუნქციონირება

Construction News

სასამართლოში “ცენტრ პოინტის” საქმეზე გურამ რჩეულიშვილის დაკითხვა მოხდა. იგი თანხების მითვისებასთან დაკავშირებით ბრალს არ აღიარებს, თუმცა აცხადებს, რომ მენეჯმენტი ვერ გააკონტროლა.

ამ ორი წლის განმავლობაში ყველაფერი გავაკეთე. მას შემდეგ, რაც მაია დაიჭირეს, არაფერი წინ არ წასულა. გამოსავალი ჩვენი ციხეში ყოფნა არ ყოფილა. სასჯელის მისჯამ, არ მგონია ამ სიტუაციას და ჩვენს პრობლემას რამე დადებითი შემატოს. ჩემი დანაშაულია ის, რომ ვერ გავაკონტროლე ბუღალტრული დოკუმენტაცია და მენეჯმენტის ფუნქციონირება”, – განაცხადა რჩეულიშვილმა.

ის თანხების მითვისებას არ აღიარებს და აცხადებს რომ თუ საპროცესო შეთანხმება არ იქნება, საქმის კვალიფიკაცია უნდა შეიცვალოს და სწორი მუხლით უნდა მიესაჯოს სასჯელი.

გურამ რჩეულიშვილი კომპანიის გაკოტრებას 2008 წლის ომსაც უკავშირებს, რამაც ფასების ვარდნა და შესაბამისად კომპანიის აქტივების გაუფასურება გამოიწვია, რაც მიწის ნაკვეთების სახით ჰქონდა საკუთრებაში “ცენტრ პოინტს”.

შეგახსენებთ, რომ მაია და გურამ რჩეულიშვილები ბრალდებულები არიან მენაშენეთა კუთვნილი, დიდი ოდენობით თანხების მითვისების ბრალდებით.

მსგავსი სტატიები