გურამიშვილის N80-ში მცხოვრები მოსახლეობა მშენებლობას აპროტესტებს

Construction News

თბილისში, გურამიშვილის 80 ნომერში მცხოვრები მოსახლეობა აქციას მართავს და ახალი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს.

ადგილობრივების მტკიცებით, ფერდობზე, სადაც ნაშალი მიწაა, შპს ”ეიმ ბილდინგ კომპანი” 8-სართულიან კორპუსს აშენებს.

მოსახლეობის განცხადებით, მშენებლობა მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლებს საფრთხეს შეუქმნის.

ადგილობრივების თქმით, ადრე მერიამ ამ ტერიტორიაზე სტადიონის მშენებლობის უფლებაზე უარი განაცხადა, სანაცვლოდ კი მრავალსართულიანი კორპუსი შენდება. ისინი მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ.

მოსახლეობა გაჩერებას არ აპირებს და მშენებლობის გაგრძელების შემთხვევაში, ისინი პროტესტის ყველა ფორმას გამოიყენებენ.

შპს ”ეიმ ბილდინგ კომპანის” წარმომადგენლები მშენებლობასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ.

2020news.ge

მსგავსი სტატიები