გურამიშვილის ქუჩის მოსახლეობა ახალი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს

Construction News

თბილისში, გურამიშვილის ქუჩის მცხოვრებლები კიდევ ერთი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ.

მათი თქმით, მშენებლობისთვის ისედაც გადატვირთული და კომპაქტურად დასახლებული უბანია შერჩეული. კორპუსი კი პირდაპირ სკვერის ადგილას შენდება.

18-სართულიანი კორპუსის მშენებლობაზე მერიამ ნებართვა უკვე გასცა.

„ადრე მოვითხოვეთ სკვერის გაკეთება აქ, უარი გვითხრა მერიამ, ნაყარი მიწააო… ახლა ნებართვა გაუციათ, გაუყიდიათ ეს ადგილი. აქ კორპუსი უნდა ჩამოგვიფარონ, თითო ოჯახში 4-5 ბავშვი იზრდება, სად უნდა წავიდეთ“, – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ქალაქი „ბეტონის ჯუნგლებს“ დაემსგავსა.

გურამიშვილის ქუჩის მცხოვრებლები მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ და აქციის გაგრძელებას აანონსებენ.

Rustavi2.ge

მსგავსი სტატიები