გურამიშვილის გამზირზე მიწის მასა ჩამოიშალა

Construction News

თბილისში, გურამიშვილის გამზირზე აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის მიმდებარედ მიწის მასა ჩამოიშალა. ტერიტორიაზე კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსებიდან მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო.

შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე რჩებიან საპატრულო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. თბილისის მერიის ინფორმაციით, ვითარებას მერიის შესაბამისი სამსახურებისა და გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები სწავლობენ.

მსგავსი სტატიები