გუმათჰესის სკვერში სპორტული მოედანი გაიხსნა და მინი ჩემპიონატი ჩატარდა

Construction News

ქვემო სამგორში, გუმათჰესისა და ცისკარიშვილის ქუჩებს შორის არსებულ სკვერში, ახალი სპორტული მოედანი გაიხსნა. ფეხბურთისა და კალათბურთის კომბინირებული მოედანი 920 კვ.მ ფართობზე განთავსდა.

პროექტის ფარგლებში, ბალახის ხელოვნური საფარი დაიგო, დამონტაჟდა საფეხბურთო და საკალათბურთო ფარები, მოეწყო ახალი ღობეები და გარე განათების სისტემა. მოედანი ასევე, ადაპტირდა შშმ პირთათვის. 

ხელოვნურ საფარიანი მოედანი, რომლის მოწყობისთვის სამგორის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 182,493 ლარი დაიხარჯა, თანამედროვე სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს.

ახლადგახსნილ მოედანზე ფეხბურთის მინი ჩემპიონატი ჩატარდა, რომელშიც 14 წლამდე ასაკის მოზარდები მონაწილეობდნენ. ტურნირში 18 გუნდი და 100-ზე მეტი მოთამაშე ასპარეზობდა.

მსგავსი სტატიები