გუდაურში, კობსა და ბაკურიანში ავტოსადგომების მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

Construction News

გუდაურში, კობსა და ბაკურიანში ავტოსადგომების პროექტირებასა და მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა.

კობში 700 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომის პროექტირება და მშენებლობაა დაგეგმილი. ავტოსადგომი 680 მსუბუქი ავტომობილისთვის, 15 მიკროავტობუსისთვის და ხუთი ავტობუსისთვის იქნება გათვლილი.

დაბა გუდაურში დაგეგმილია მრავალფუნქციური ერთდონიანი 200 მანქანაზე და ორ ავტობუსზე გათვლილი ავტოსადგომის მშენებლობა.

ავტოსადგომის მშენებლობა იგეგმება ბაკურიანშიც. ტენდერი გამოცხადდა 1100 ავტომობილზე (მათ შორის, 980 მსუბუქ ავტომანქანაზე, 80 მიკროავტობუსზე და 40 ავტობუსზე) გათვლილი ავტოსადგომის პროექტირება და მშენებლობაზე. პირველ ეტაპზე განხორციელდება პროექტირების სამუშაოები, ხოლო შემდეგ ეტაპზე მშენებლობა.

​სამივე ავტოსადგომი ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. სამივე ავტოსადგომი ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს გუდაურში, კობსა და ბაკურიანში ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და პიკურ პერიოდში დამსვენებელთა გაზრდილი რაოდენობის გამო კურორტებზე არსებული პრობლემების აღმოფხვრას.

მსგავსი სტატიები