კურორტ გუდაურში ახალი სასტუმრო „გუდაური ინნ“ აშენდება.
სასტუმრო მშენებლობის ნებართვა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ გასცა.
ნებართვის მიხედვით, სასტუმროს მშენებლობა მომავალი წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს.