გუდაური-კობის ერთ მონაკვეთზე ზვავსაშიშროების რეჟიმი მოიხსნა

Construction News

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის ერთ მონაკვეთზე (კმ93-კმ99) ზვავსაშიშროების რეჟიმი მოიხსნა და გზის გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო, ხოლო მეორე მონაკვეთზე (კმ99-კმ106) ზვავსაშიშროების რეჟიმი ნარჩუნდება.

დეპარტამენტის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი ტექნიკა და ზვავსაშიშროების რეჟიმის მოხსნისთანავე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ყველა მონაკვეთზე უმოკლეს ვადებში აღდგება.

მსგავსი სტატიები