გუდამაყარში ხანძარი ლიკვიდირებულია – დამწვარია 5 ჰექტარი მიწის ნაკვეთი

Construction News

გუდამაყრის ხეობაში, მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 80 მეხანძრე-მაშველი მუშაობდა. დამწვარია დაახლოებით 5 ჰექტარი მიწის ნაკვეთი.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე რთული რელიეფის გამო სახანძრო მანქანების გამოყენება მთის კლდოვან ნაწილზე ვერ მოხერხდა, რის გამოც ალტერნატიული ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებებით აღჭურვილმა მეხანძრე-მაშველებმა, რთული რელიეფის მიუხედავად, ცეცხლის ღია კერების ჩაქრობა რამდენიმე საათში შეძლეს.

მსგავსი სტატიები