“გუგლი” კანადაში მაღალტექნლოგიური “ჭკვიანი ქალაქის” მშენებლობას გეგმავს

Modern Roofing

“Sidewalk Labs” კომპანია “გუგლის” ახალი სტარტაპია, რომელიც კანადის ქალაქ ტორონტოში მაღალტექნოლოგიური “ჭკვიანი ქალაქის” მშენებლობას გულისხმობს. კომპანიამ ადგილობრივ მედიას პროექტის ზოგიერთ დეტალზე ინფორმაცია მიაწოდა. უკვე ცნობილია პროექტის ესკიზი და მონახაზი, რომელიც “გუგლის” წარმომადგენლებმა არქიტექტორებთან ერთად შეიმუშავეს.

ცნობილია, რომ “ჭკვიანი ქალაქის” მშენებლობისთვის ძირითად მასალად ხეს გამოიყენებენ. ტერიტორიაზე გამოჩნდება 30-სართულიანი შენობები, სადაც სულ მცირე 3,000 აპარტამენტი იქნება განთავსებული. დაანონსდა ისიც, რომ პროექტის საშუალებით 3,900 სამუშაო ადგილი გაჩნდება.

“ჭკვიან ქალაქში” ენერგიის მოპოვება მზისა და გეოთერმული ენერგიის წყაროებით იქნება შესაძლებელი. მიწის ქვეშ განთავსებული იქნება გვირაბები, რომლებზეც ადამიანური რესურსის ნაცვლად რობოტები იმუშავებენ.  ქუჩების მოყინვის საწინააღმდეგოდ კი გზების ქვეშ გათბობის სისტემა დამონტაჟდება.

Building-tech-ის ინფორმაციით, პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, სამშენებლო სამუშაოები 5 – 6 წელიწადში დასრულდება.

მსგავსი სტატიები