გორის ახლად რეაბილიტირებულ ქუჩაზე დეკორაციებს იპარავენ

Construction News

გორში, ახლად რეაბილიტირებულ გოგებაშვილის ქუჩაზე, მოაჯირს, რომელიც მდინარე მეჯუდას მიუყვება, ყოველდღიურად დეკორატიული ნაწილები აკლდება.

როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, მოაჯირზე ე.წ. სფეროების მხოლოდ ორი მესამედია დარჩენილი.

გორის მუნიციპალიტეტის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის ინფორმაციით, მოპარულ სფეროებს ღირებულება არ აქვს.

„ძალიან მსუბუქია, ჯართში ჩასაბარებლადაც არ გამოდგება. ღირებულება არ აქვს და მაინც იკარგება, ეს გვიკვირს“, – ამბობს გორის მერი.

მისივე თქმით, ქურდობის შესახებ სამართალდამცველებისთვის ამ დრომდე არ უცნობებიათ.

გოგებაშვილის ქუჩაზე 1,135,236 ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთი თვის წინ დასრულდა.

reginfo.ge

მსგავსი სტატიები