აჭარაში ახალი თანამედროვე სტანდარტების სასტუმრო კომპლექსი “King’s Town” გაიხსნა.
პროექტში 3 მილიონის მოცულობის ინვესტიციაა განხორციელებული.
სასტუმრო კომპლექსში განთავსებულია მაღალი კლასის ნომრები, ღია აუზი, რესტორანი და კარაოკე.
სასტუმრო კომპლექსი “King’s Town” გონიოში მდებარეობს.