გლდანში 1,000 კვ.მ ფართობზე გამწვანებული სკვერის მოწყობა დაიწყო

Construction News

გლდანის მეოთხე მიკრორაიონის N105 კორპუსის მიმდებარედ სკვერის მოწყობა დაიწყო.

აღნიშნულ მისამართზე გამგეობამ გასულ წელს ცხაურების დემონტაჟი განახორციელა, წელს კი, დაახლოებით 1,000 კვ.მ ფართობზე სკვერს მოაწყობს.

სამუშაოების შედეგად მოეწყობა ბავშვთა გასართობი სივრცე, მოსასვენებელი პავილიონი, ღია სივრცე მაგიდის ჩოგბურთისთვის, გარე განათებისა და სარწყავი სისტემა. ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. გარდა ამისა, სკვერის ტერიტორიაზე ჩატარდება გამწვანების სამუშაოებიც, დაირგვება ხეები და დაიგება ბუნებრივი ბალახი.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს, გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით შპს “ჩვენი ჯგუფი” შეასრულებს, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 163,361 ლარია გათვალისწინებული.

მსგავსი სტატიები