გლდანში საცხოვრებელი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა

Construction News

გლდანში საცხოვრებელი კორპუსი გაზის გაჟონვის გამო აფეთქებას გადაურჩა. ამის შესახებ ინფორმაცია „ყაზტრანსგაზ-თბილისმა” გაავრცელა.

კომპანიის თქმით, „ყაზტრანსგაზ – თბილისის” ცხელ ხაზზე ერთ-ერთი მოქალაქისგან შევიდა შეტყობინება, რომ გლდანის მე-7 მიკრო რაიონის მე-12 კორპუსში გაზის ძლიერი სუნი იგრძნობოდა. ყაზტრანსგაზ – თბილისის” განცხადებით, ადგილზე მისულმა ჯგუფმა კორპუსის შემოწმებისას გაზის ძლიერი კონცენტრაცია ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის აბაზანაში და სავენტილაციო არხში დააფიქსირა. სპეციალურმა აპარატმა გაზის დაგროვება დაადასტურა ასევე დაკეტილ ბინაში.

აღმოჩნდა, რომ დაკეტილი ბინიდან გაზმა გაჟონა მეზობლის აბაზანასა და კორპუსის სავენტილაციო არხში, რამაც დიდი საფრთხე შეუქმნა კორპუსის ყველა მობინადრეს“ – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

კომპანია “ყაზტრანსგაზ- თბილისი” კიდევ ერთხელ მოუწოდებს აბონენტებს, მეტი ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინონ.

მსგავსი სტატიები