გლდანში სამი სკვერი მოეწყო

Construction News

თბილისში, გლდანის რაიონში სამი ახალი სკვერი მოეწყო. გლდანის ხევის N3-N3 ა, N1-1 ა და მესამე ა მიკრორაიონის N23-24 კორპუსებთან სკვერის მოწყობის სამუშაოები უკვე დასრულებულია.

პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ტერიტორიებზე შესაბამისი ინვენტარი განთავსდა, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, რომლებიც დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა. ასევე, დამონტაჟდა საბავშვო-გასართობი მოედნები. ამასთან, სკვერის ტერიტორია ლითონის ღობით შემოისაზღვრა, მოეწყო განათებისა და წყლის სისტემები. სამივე სკვერში დაითესა ბალახი, N3-3ა და N23-24 კორპუსთან კი, ახლადმოწყობილ სკვერში ხე-მცენარეები დაირგო.

მსგავსი სტატიები