თბილისში, გლდანის რაიონის გამგეობის მიერ სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, თანამედროვე ტიპის ფიტნეს ზონები ეწყობა.
ფიტნეს ზონები ამჯერად, რვა მისამართზე – ლიბანის ქუჩა N1-ში, გლდანის ხევის N1 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, გმირ კურსანტთა II შესახვევის N3-ში, გლდანის მე-2 მიკრორაიონის N24-24ა-24ბ-ში, მე-8 მიკრორაიონის N29-ში, I მ/რ-ის N3ბ და მუხიანის მე-4 ა მ/რ-ის N17ა კორპუსებთან, გლდანის მე-3 ა მ/რ-ის N23-24 კორპუსების მიმდებარედ განთავსდა.
პროექტის ფარგლებში, სპორტულ სივრცეში კაუჩუკის საფარი დაიგო, ტერიტორია გადაიხურა და სხვადასხვა დატვირთვის ტრენაჟორი დამონტაჟდა. სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 127,434 ლარი დაიხარჯა.