საქართველოში ძალადობაგამოვლილი ქალების პირველი სოციალური საწარმო “ანასტასია” გაიხსნება

Construction News

გლდანში, ქერჩის 4 ნომერში  სოციალური საწარმო “ანასტასიას” გახსნა იგეგმება. ძალადობის მსხვერპლთა პირველი სოციალური საწარმო “ანასტასია” საქართველოში ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ბაზაზე შეიქმნა.

“ანასტასია” ბერძნული სახელია და სიცოცხლეს დაბრუნებულს ნიშნავს. საწარმოს მიზანი ძალადობის მსხვერპლი ქალების პროფესიული განათლება, ეკონომიკური გაძლიერება და მათი დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობაა.

სწორედ ამ მიზნის ირგვლივ გაერთიანდნენ: პოლონეთისა და ესტონეთის საელჩოები საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტის ფონდი, ქალთა ფონდი საქართველოში, ქალთა საერთაშორისო ასოციაცია (iwa), ქალები ძალადობის წინააღმდეგ – ევროპა (wave), Kvinna till Kvinna, Sigrid Rasing-ის ფონდი, შპს “ტოიოტა”, შპს „ბოლერო და კომპანია” და სს „თელასი”.

მსგავსი სტატიები