თბილისში, გლდანის რაიონში, სარაჯიშვილის გამზირზე, მდინარე გლდანულაზე არსებული ხიდების რეკონსტრუქციის გამო, მიმდინარე წლის 3 თებერვლიდან 5 თებერვლის ჩათვლით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. შეზღუდვა განპირობებულია 18 და 31-მეტრიანი კოჭების მონტაჟით, რომელიც ჯამში 52 ერთეულია.
სარეკონსტრუქციო სამუშაოების ფარგლებში სრული დემონტაჟი ჩაუტარდება მდინარე გლდანულაზე არსებულ ავარიულ ხიდებს – როგორც მალის ნაშენს, ასევე, ბურჯებს. არსებული კონსტრუქციის ნაცვლად, რომელიც სამ პარალელურ ხიდს წარმოადგენს, მიმდინარეობს ახალი ხიდების მშენებლობა.
სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარე წლის გაზაფხულზე დასრულდება. აღნიშნულ პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 8,057,871 ლარი დაიხარჯება.