გლდანის რაიონში სამი ახალი სპორტული მოედანი მოეწყო

Construction News

ავჭალას სამი ახალი სპორტული მოედანი შეემატა. ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით,  სამ მისამართზე – ლიბანის ქ. N6 კორპუსისა და N119 საჯარო სკოლის მიმდებარედ, ასევე, მონასტრისა და ბაღნარის ქუჩებზე სპორტული მოედნების კაპიტალური მოწყობის სამუშაოები განხორციელდა.

ახალი მოედნების მოწყობის პარალელურად, ორ მისამართზე – ავჭალაში, ანდრონიკაშვილის N145 და გლდანის მეორე მიკრორაიონის N27 კორპუსთან სპორტული მოედნების სრული რეაბილიტაცია ჩატარდა.

პროექტის ფარგლებში, უკვე მოეწყო ლითონის მავთულბადეები, დაიგო ბალახის ხელოვნური საფარი, განთავსდა ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნისთვის საჭირო ყველა სხვა ინვენტარი.

სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 207 089 ლარი დაიხარჯა.

მსგავსი სტატიები