გლდანის რაიონში გზის კაპიტალური შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს

Construction News

გლდანის რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება მიმდინარეობს.

გზის რეაბილიტაცია პატარა ტბის დასახლებაში, ბარათაშვილის და სოფელ გლდანში, რუსთაველის ქუჩებზე დაიწყო. პარალელურად, გზის კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოები გულისაშვილის, კულა გლდანელისა და ჯანჯღავას III შესახვევში მიმდინარეობს.

სამუშაოების შედეგად, გულისაშვილის ქუჩაზე სანიაღვრე სისტემა მოეწყობა,
რომლის შემდეგაც, დაახლოებით, 6,650 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება; ასფალტის ორფენიანი საფარი რუსთაველის ქუჩაზე დაახლოებით, 2,400 კვ.მ ფართობზე იგება; კულა გლდანელის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დაახლოებით, 7,500 კვ. მეტრ ფართობზე მიმდინარეობს; ბარათაშვილის ქუჩაზე დაახლოებით, 4,570 კვ.მ ფართობის გზა მოწესრიგდება, ჯანჯღავას III შესახვევში 2,230 კვ.მ ფართობზე კი, ორი ფენა ასფალტის საფარი დაიგება.

მსგავსი სტატიები