გზების დეპარტამენტში iRAP ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

Modern Roofing

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ციბაძე,  დეპარტამენტის სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლებთან და საერთაშორისო საკონსულტაციო ორგანიზაცია “iRAP”-ის  ინჟინრებთან ერთად საპროექტო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიმდინარე საპილოტე პროექტი, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში “გზების საერთაშორისო შეფასების პროგრამა (iRAP)”. შეხვედრის მიმდინარეობის დროს განხილვის ძირითადი ნაწილი დაეთმო მიმდინარე პროგრამას, სადაც ასევე განხილულ იქნა პროგრამის საქართველოში დანერგვის გზები და საჭირო პროცედურები.

iRAP–ის შეფასება ტრადიციული საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ინსპექტირებისგან  განსხვავდება,  ის  იყენებს სპეციალურად აღჭურვილ სატრანსპორტო საშუალებით  ჩატარებული კვლევის მონაცემებს (drive-through) და რეტროსპექტულ ვიდეო ანალიზს იმისათვის, რომ შეაფასოს 30-ზე მეტი მახასიათებელი, რომელიც ცნობილია, რომ გავლენას ახდენს საგზაო მოძრაობის მონაწილე ოთხ ძირითად ჯგუფზე (სატრანსპორტო საშუალების მგზავრები და მძღოლი, მოტოციკლეტით მოსარგებლეები, ფეხით მოსიარულეები და ველოსიპედით მოსარგებლეები) და ანალიზს უკეთებს საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევების შედეგების სახეობებს და მიზეზებს. 

კვლევის შედეგად ფასდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება საგზაო ქსელზე და კონკრეტული მონაკვეთის მიმდებარედ.  iRAP-ის ძირითად მიზანს წარმოადგენს შეამოწმოს მაღალი საფრთხის შემცველი გზები ან მონაკვეთები, განსაზღვროს მათი რეიტინგი (ვარსკვლავების მინიჭების საშუალებით) და შეიმუშაოს ხელმისაწვდომი საინვესტიციო გეგმები,  არსებული საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის.

მსგავსი სტატიები