გერმანიაში, ფრანქფურტთან ახლოს საპილოტე ელექტრონული ავტობანი გაიხსნა. ტრამვაის ხაზების მსგავსი ელექტროგაყვანილობით, ახალ მაგისტრალზე ჰიბრიდული სატვირთო მანქანები ივლიან. საპილოტე ელექტროგადამცემი ხაზების სიგრძე 14 კილომეტრს მოიცავს.
პროექტის ღირებულება 14,6 მილიონ ევროს შეადგენს, რომელიც გარემოს დაცვის სამინისტრომ დააფინანსა. პროექტი მიზნად ისახავს სატვირთო მანქანებით გამოწვეული დაბინძურებული ჰაერის შემცირებას.
E-Highway სატესტო რეჟიმში თავდაპირველად ჰესენში, 2020 წლამდე კი შლეზვიგ ჰოლშტაინისა და ბადენ ვიურტემბერგის მხარის ავტომაგისტრალებზეც ამოქმედდება.