გერმანიაში “მენეჯერების შესყიდვის ინდექსმა“ ბოლო ერთი წლის მაქსიმუმს მიაღწია

Construction News

გერმანიაში “მენეჯერების შესყიდვის ინდექსმა“ (PMI) ბოლო ერთი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია. ინდექსის ზრდას სამშენებლო სექტორის განსაკუთრებული გაძლიერებით ხსნიან. სტატისტიკურ მონაცემებს Trading Economics აქვეყნებს.

წინა თვის მსგავსი მონაცემები (54.7) ბოლო ერთი წელია არ დაფიქსირებულა. ვარაუდობენ, რომ ზრდას კლიმატური პირობების გაუმჯობესებამაც შეუწყო ხელი.

სექტორში ყველაზე დიდი ზრდა სამი მიმართულებით ფიქსირდება:

საცხოვრებელი სახლების მშენებლობა;

კომერციული ფართების მშენებლობა;

სამოქალაქო ინჟინერია;

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, გერმანია საფრანგეთს, (51.30) იტალიასა (50.70) და დიდ ბრიტანეთს (49.50) უსწრებს, ხოლო ჩამორჩება ირლანდიას, რომლის “მენეჯერების შესყიდვის ინდექსი” 60.50-ია.

ცნობისთვის, გერმანიის სამშენებლო სექტორის “მენეჯერების შესყიდვის ინდექსის” (PMI) გამოთვლისას 200-ზე მეტი სამშენებლო კომპანიის მონაცემებს ეყრდნობიან.

მსგავსი სტატიები