გერმანიაში კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მებრძოლები ღია მაღაროში შეიჭრნენ

Construction News

ასობით კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მებრძოლი აქტივისტი,  დასავლეთ გერმანიაში მდებარე, ღია ქვანახშირის მაღაროში შეიჭრა.

აქტივისტებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს და შეიჭრნენ ტერიტორიაზე. აქტივისტების შეჩერების მცდელობისას ზოგი სამართლადამცავი დაზიანდა.

გერმანიამ პირობა დადო, რომ 2050 წლისთვის ნახშირბადით ნეიტრალური ქვეყანა გახდება, თუმცა აქტივისტები აცხადებენ, რომ ეს საკმარისი არ არის და პრობლემის მოგვარება, უფრო მოკლე ვადაში არის შესაძლებელი.

ახალი გამოკითხვის შედეგად ირკვევა, რომ კლიმატის ცვლილება, გერმანიის პრობლემებს შორის პირველ ადგილს იკავებს. გამოკითხვა მწვანეთა პარტიამ ჩაატარა, ქრისტიან-დემოკრატებთან ერთად.

მანამდე აქტივისტებმა რკინიგზა გადაკეტეს, სადაც ქვანახშირის ტრანსპორტირება ხდებოდა.

ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მსგავსი სტატიები