გერმანიაში, ბოლო მონაცემებით, ინდუსტრიის წარმოების ზრდა აღინიშნება, რასაც სამშენებლო სექტორის გაძლიერებას უკავშირებენ.
ფედერალური სტატისტიკური სამსახურის ანგარიშის მიხედვით, იანვრის შემდეგ ინდუსტრიული წარმოება 0.7% გაიზარდა, რაც დიდწილად სამშენებლო სექტორის 6,8%-იანმა ზრდამ განაპირობა.
თუმცა აქვე აღნიშნულია, რომ თებერვალში ინდუსტრიაში შეკვეთების რაოდენობა 4,2%-ით არის შემცირებული.
Dailymail-ის ინფორმაციით, წლის დასაწყისში ეკონომისტები მაქსიმუმ 0,5%-იან ზრდას ვარაუდობდნენ. მათი ნაწილი პროცესებს ბრექსითს უკავშირებს, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ გარე ფაქტორები ინდუსტრიასა და მშენებლობას ნაკლებად ეხება.