გერმანიაში ატმოსფერულ ჰაერში სათბურის გაზების გამოყოფა შემცირდა

Construction News

გერმანიაში ატმოსფერულ ჰაერში სათბური გაზების გამოყოფა 4,2%-ით, ხოლო CO2-ის გამოყოფა 4,8%-ით არის შემცირებული. ამის შესახებ ინფორმაციას “გერმანიის გარემოსდაცვითი ფედერალური სააგენტო“ (UBA) 2018 წლის ანალიზის საფუძველზე ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ შემცირების მსგავსი მაჩვენებელი ბოლოს 2009 წელს დაფიქსირდა.

Econews-ის ინფორმაციით, ამ მონაცემს ნაწილობრივ ქვანახშირის გაზრდილ ფასებს უკავშირებენ. გარდა ამისა, ცვლილება უჩვეულოდ ცხელმა ამინდმაც განაპირობა, რამაც მოსახლეობაში გათბობის მოთხოვნა შეამცირა.

ყველაზე თვალსაჩინო ცვლილება ამ მიმართულებით 1990 წელს მოხდა, როცა გამონაბოლქვის გამოყოფა 30.6%-ით შემცირდა. ამ ეტაპზე ქვეყანა უერთდება “პარიზის კლიმატის ცვლილების შეთანხმებას“ და 2030 წლისთვის მავნე ნივთიერებების გამოფრქვევის სულ მცირე 55%-ით შემცირებას ისახავს მიზნად.

გერმანიაში მავნე ნივთიერებების გამოყოფის კლება რამდენიმე სექტორში ფიქსირდება:

·               ენერგეტიკის სექტორი – 4,5%

·               სატრანსპორტო სექტორი – 2,9%

·               საოჯახო მეურნეობა – 10,9%

ერთ-ერთი გამონაკლისი აღმოჩნდა აგრო კულტურა, სადაც გარემოსთვის მავნე ნივთიერებების ჰაერში გამოფრქვევა 0,7%-ით გაიზარდა.

მსგავსი სტატიები