გერმანიაში უნიკალური სახლი ააშენეს, რომელიც ბიოგაზს აწარმოებს. ბიოლოგიური საწვავი შემდგომში საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის გამოიყენება.
“Villa F”-ის პროექტი არქიტექტურული სახელოსნოს “Christoph Hesse Architects”-ის სპეციალისტებმა განახორციელეს.
ცილინდრული ფორმის სახლის თითქმის ყველა ოთახი მრგვალია. დამკვეთის განმარტებით, რომელიც თავად აწარმოებს ბიოგაზს, სწორედ ასეთი ოთახებია იდეალური ბიოლოგიური საწვავის საწარმოებლად.