გერგეთამდე მისასვლელ გზაზე სტიქიით დაზიანებული მონაკვეთის აღსადგენად სამუშაოები დაიწყო

Construction News

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სტეფანწმინდა-სამების ეკლესიასთან მისასვლელი 5.6 კმ-იანი გზის 200 მეტრიან მონაკვეთზე სტიქიური მოვლენების გამო დაზიანდა გზის საფარი.

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის უკვე დაწყებულია პროექტირება სტიქიის ლიკვიდაციისა და პრევენციის კუთხით. პარალელურ რეჟიმში დაიწყება დაზიანებული მონაკვეთის აღდგენის სამუშაოები.

აღსანიშნავია, რომ დამატებითი სამუშაოები არ გამოიწვევს პროექტის ღირებულების გაძვირებას და ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გახარჯვას. დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა, პროექტის თავდაპირველი ღირებულებიდან ხარისხის უზრუნველსაყოფად განკუთვნილი და ამ მიზნით შემსრულებელი კომპანიისთვის დაკავებული 5%-ის ფარგლებში მოხდება. პრობლემის აღმოფხვრას წინასწარი შეფასებით 1,5 – 2 თვე დასჭირდება.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი საერთო ღირებულება 7,793,854 ლარია.

მსგავსი სტატიები