გენუაში 2018 წელს ჩამონგრეული ხიდის დემონტაჟი დაიწყო

Construction News

იტალიის ქალაქ გენუაში 2018 წლის აგვისტოში ჩამონგრეული ხიდის დემონტაჟი დაიწყო.

იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯუზეპე კონტეს განცხადებით, ხიდის რეკონსტრუქცია 2019 წლის ბოლომდე იგეგმება, ხოლო მისი ამოქმედება 2020 წლის დასაწყისში.

ახალი ხიდი ცნობილი იტალიელი არქიტექტორის, რენცო პიანოს პროექტის მიხედვით აშენდება.

რიკარდო მორანდის პროექტის მიხედვით 1967 წელს აშენებული ჩამოკიდული ხიდის ნაწილი გენუაში 2018 წლის 14 აგვისტოს ჩამოინგრა. შემთხვევის დროს ხიდზე 30 მანქანა მოძრაობდა. უბედურ შემთხვევას 43 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო კონსტრუქციის სრული ჩამონგრევის საფრთხის გამო, 600 მცხოვრები სახლის გარეშე დარჩა.

მსგავსი სტატიები