გენუაში ჩამონგრეული ხიდის რეკონსტრუქცია 2020 წელს დასრულდება

Construction News

იტალიის ქალაქ გენუაში, სადაც გასულ წელს ხიდი ჩამოინგრა, ახალი შენდება. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ახალი ხიდი 2020 წლის აპრილში გაიხსნება.

„რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ახალი ხიდი ცნობილმა იტალიელმა არქიტექტორმა, რენცო პიანომ დააპროექტა.

შეგახსენებთ, რომ გენუაში მდებარე ხიდი, რომელიც 1976 წელს იყო აშენებული, 2018 წლის აგვისტოში ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად 43 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 600-მდე ადამიანი იძულებული გახდა, საკუთარი სახლი დაეტოვებინა, რადგან მათი საცხოვრებლები ხიდის მიმდებარედ მდებარეობდა.

მსგავსი სტატიები