გენერალური გეგმის მიხედვით შეზღუდულ არეალებში ძველი ფუნქციური ზონირება დაბრუნდება

Construction News

თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით “დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის” მიხედვით არსებული შეზღუდვის არეალები დაკორექტირდა, რის საფუძველზეც, შეზღუდულ არეალებში ძველი გენერალური გეგმით არსებული ფუნქციური ზონირება დაბრუნდება.

დადგენილი შეზღუდვები მოიხსნება ტერიტორიებზე: დიდი დიღმის III-IV მ/რ-ის სამხრეთი ტერიტორია, თბილისის ზღვისა და გლდანის ტბის  მიმდებარე ტერიტორიები, ასევე ლისის ტბის, ორთაჭალის ბაღების, აკადემქალაქის, კოჯორი-შინდისისა და ხილიანი-დოლიძის მიმდებარე ტერიტორიები.

დღეს, თბილისის ურბანული განვითარების სამსახურის უფროსი ვიქტორ წილოსანი, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით თბილისის ზღვის უბნის მოსახლეობას გაესაუბრა.  

ახალი გენერალური გეგმის მიხედვით გარკვეულ ტერიტორიებს შეზღუდვის ზონები  დაედო, რომლის მიხედვითაც  ადამიანებს თავიანთ მიწის ნაკვეთებზე არ ჰქონდათ განვითარების შესაძლებლობა. დღეს შევხვდი თბილისის ზღვის არეალთან დაკავშირებით კონკრეტულ ჯგუფს, თუმცა დედაქალაქში არის სხვა ტერიტორიებიც, სადაც გვხვდება მსგავსი პრობლემა.  რეალურად, ყეველას მოეხსნება ეს  შეზღუდვები და შეეძლებათ ძველი გენგემით დადგენილი ზონების დაბრუნება”, – განაცხადა ვიქტორ წილოსანმა.

თბილისის მერიის ცნობით, აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დოკუმენტები უკვე გადაგზავნილია საკრებულოში და მასზე დეპუტატები უახლოეს სხდომაზე იმსჯელებენ.

მსგავსი სტატიები