გემები, რომლებიც შავ ზღვაში იწვიან, გარემოს აბინძურებენ

Construction News

გემებს, რომლებსაც შავ ზღვაში, ქერჩის სრუტეში ორი კვირაა ცეცხლი უკიდიათ, გარემოს აბინძურებენ.

არაკომერციული ორგანიზაცია “Environmental Watch for the North Caucasus ” – ის კოორდინატორის, დიმიტრი შევჩენკოს განმარტებით, ხანძრის გამო ბინძურდება წყალიც, თუმცა უფრო დიდი ზიანი ატმოსფერულ ჰაერს ადგება.

ცნობისთვის, ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავ გემებს „კანდისა“ და „მაესტროს“ ცეცხლი 21 იანვარს გაუჩნდა. ხანძარი, სავარაუდოდ, ერთი გემიდან მეორეში საწვავის გადაზიდვის დროს გაჩნდა. გემებს ჯერ კიდევ
უკიდიათ ცეცხლი, თუმცა მისი სიძლიერე დაკლებულია.

Ria.ru

მსგავსი სტატიები