გელოვანის გამზირისა და სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე კვანძის ფორმირება დასრულებულია

Construction News

მარშალ გელოვანის გამზირისა და სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე ორდონიანი კვანძის ფორმირება დასრულებულია და რამდენიმე დღეში დაიწყება ასფალტის დაგება. მერიის ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა დაახლოებით 15 დღეში გაიხსნება.

მარშალ გელოვანის გამზირისა და სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე ორდონიანი კვანძი რკალისებურ ესტაკადას წარმოადგენს, რომელიც სარაჯიშვილის ქუჩიდან იწყება, ზემოდან გადადის მარშალ გელოვანის გამზირზე და აღნიშნული გამზირის მცხეთისკენ მიმავალ მიმართულებას უერთდება.

ცნობისთვის – სამშენებლო პროექტი დედაქალაქის ბიუჯეტიდან 4,300,000 ლარით ფინანსდება.

მსგავსი სტატიები