გელოვანის გამზირისა და ლისის გზის დამაკავშირებელ მაგისტრალზე 18 მილიონი დაიხარჯება

Construction News

თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის (ლისის გზა) დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობაზე 18 მილიონი ლარი დაიხარჯება. პროექტის განხორციელების მიზნით, თბილისის მერიამ საპროექტო და სამშენებლო ტენდერი გამოაცხადა.

დაინტერესებულ კომპანიებს განაცხადების შეტანა 30 მაისიდან 4 ივნისამდე შეეძლებათ. გამარჯვებულმა კომპანიამ პროექტი შვიდი თვის ვადაში უნდა განახორციელოს.

ახალი გზის მშენებლობამ არსებულ გზებზე ნაკადების განტვირთვა და სამომავლოდ, მოძრაობის ინტენსივობის გაზრდის შემთხვევაში, უწყვეტ რეჟიმში გადაადგილება უნდა უზრუნველყოს.

მსგავსი სტატიები