გაუფრთხილდით გარემოს და ნუ დაანაგვიანებთ!

Construction News

ბათუმის მერია, ზღვის სანაპირო ზოლის დასუფთავების სამუშაოების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და ასევე მოუწოდებს საზოგადოებას, რომ გაუფრთხილდნენ გარემოს და არ დაანაგვიანონ.

უწყების ცნობით, ბათუმის სანდასუფთავების სამსახურის თანამშრომლები, სანაპიროს დასუფთავებას ყოველდღიურად ახორციელებენ.

ამჯერად პლაჟი წყალმოვარდნების შედეგად გამორიყული ნარჩენებისაგან სუფთავდება. სამუშაოები სარფიდან გონიომდე პერიმეტრს მოიცავს.

ასევე, ზაფხულის სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით, მდინარეებზე სპეციალური დამჭერი ბადეები მონტაჟდება, რომელიც ზღვის შესართავისკენ მყარი ნარჩენების გადინებას აფერხებს.

ბათუმის მერია მოუწოდებს მოსახლეობას გაუფრთხილდნენ გარემოს და ნუ დაანაგვიანებენ სანაპიროს.

მსგავსი სტატიები