გარემოს დამცველებმა წყნარი ოკეანედან 40 ტონა პლასტიკი ამოიღეს

Construction News

ჰავაისა და კალიფორნიას შორის თავს იყრის წყნარ ოკეანეში ჩასული ნაგვის დიდი ნაწილი.

გარემოს დამცველებმა 40 ტონა პლასტიკი ამ ტერიტორიიდან ამოიღეს, რაც ძირითადად პლასტიკის ჭურჭელს, სხვა პლასტიკის ნარჩენებს და საბავშვო სათამაშოებს მოიცავდა. სამუშაო Ocean Voyages Institute-ის მიერ განხორციელდა.

დაახლოებით 1,5 ტონა პლასტიკი  ჰავაის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს და მხატვრებს გადაეცათ. მხატვრები გეგმავენ პლასტიკის ქანდაკებები შექმნან. დარჩენილ ნაწილს კი სავარაუდოდ “Schnitzer Steel” გადაამუშავებს, რის შემდეგაც ნარჩენები H-POWER საწარმოში გაიგზავნება, ელექტროენერგიის გამომუშავების მიზნით.

მსგავსი სტატიები