განახლებული “ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკი” საზეიმოდ გაიხსნა

Construction News

ნაძალადევის რაიონში “ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკის” (ე.წ. კიკვიძის პარკის) რეაბილიტაცია დასრულდა.

რეაბილიტაციის ფარგლებში, პარკს შეუერთდა მიმდებარედ არსებული აუთვისებელი ტერიტორია, მოეწყო სპორტული და სამაგიდო თამაშების მოედნები, დასასვენებელი პავილიონები, წყალარინების, სარწყავი, განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები.

პარკის ტერიტორიაზე ასევე განთავსდა შინაური ცხოველების სასეირნო სივრცე, ველო და სარბენი ბილიკები. ერისთავის ქუჩის მხრიდან კი მოეწყო პარკში შესასვლელი პანდუსი. რეაბილიტირდა პარკში არსებული შენობები და შადრევანი.

ტერიტორიაზე, რომლის ფართობიც 72,100 კვადრატული მეტრია, ჯამში 12,124 ძირი ხე-მცენარე დაირგო. ამასთან 7,880 ძირი სხვადასხვა სახეობის მცენარე 1,600 მეტრამდე სიგრძის ცოცხალი ღობის შესავსებად დაირგო, ხოლო 390 ძირი მცენარით შეიქმნა 78 მეტრი სიგრძის კიდევ ერთი ცოცხალი ღობე.

სამუშაოების განსახორციელებლად დედაქალაქის ბიუჯეტიდან 4,500,000 ლარი გამოიყო.

სამუშაოები, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა აწარმოა.

განახლებული პარკი, მომღერალ სტეფანე მღებრიშვილის კონცერტით გაიხსნა.

პარკის გახსნის ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან ერთად დაესწრო. ასევე, ღონისძიებას მერის მოადგილეები, რაიონების გამგებლები, საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები დაესწრნენ.

მსგავსი სტატიები