განახლებადი ენერგიის წყაროებს 150 მილიონამდე სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია

Construction News

განახლებადი ენერგიის წყაროების მაქისმალური ათვისება საუკუნის დასასრულისთვის 150 მილიონამდე სიცოცხლეს გადაარჩენს, – ამის შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებისა და გარემოს დაცვის საკითხებში სპეციალურმა მომხსენებელმა, დოქტორმა დევიდ ბოიდმა განაცხადა.

ბოიდმა გარემოს დაცვისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემებზე ჟენევაში გამართულ ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.  

“დღესდღეობით, ექვსი მილიარდი ადამიანი რეგულარულად სუნთქავს დაბინძურებულ ჰაერს. მიუხედავად იმისა, რომ ჯანსაღი გარემოს უფლება 155 სახელმწიფოს მიერ იურიდიულად არის აღიარებული, “უხილავი და ჩუმი მკვლელი” ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას სერიოზული რისკის ქვეშ აყენებს“, – აღნიშნა ჟენევაში დოქტორმა დევიდ ბოიდმა.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ დანიშნული დამოუკიდებელი ექსპერტის განცხადებით, დაბინძურება გამოწვეულია, ძირითადად, ელექტროენერგიის, სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის, საწარმოო საქმიანობის, ნარჩენების არასწორად მართვისა და სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკაში წიაღისეულის წვის გამო. გაეროს სპეციალური ანგარიშის თანახმად, საფრთხე ყოველწლიურად 7 მილიონამდე ადამიანს ემუქრება, მათ შორის 600,000 ბავშვია.

მსგავსი სტატიები