გამოწვევებს “დიო” ინოვაციებით პასუხობს!

Modern Roofing

COVID-19-ის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით შემუშავებულმა შეზღუდვებმა, გარკვეული გავლენა მოახდინა თითქმის ყველა კომპანიაზე. იშვიათად თუ შეხვდებით მენეჯერს, რომელიც თამამად ისაუბრებს სირთულეებზე და პირიქით – კრიზისს შესაძლებლობადაც კი აღიქვავს. ამ გამონაკლისებს მიეკუთვნება კომპანია “დიო”-ს მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ეკატერინე სიფრაშვილი, რომელმაც ჩვენს კითხვებს უპასუხა და მოგვიყვა, თუ როგორ შეიძლება კრიზისი შესაძლებლობად იქცეს, ხოლო გუნდი რთულ ვითარებაში კიდევ უფრო გაძლიერდეს. 

COVID-19-ის მიერ შექმნილი ვითარების გამო, სამშენებლო სექტორში გაყიდვები შემცირდა. რა გავლენა მოახდინა  საგანგებო მდგომარეობის დროს დაწესებულმა შეზღუდვებმა კომპანია “დიო”-ზე, რომელიც მეტალოპლასტმასისა და ალუმინის კარ-ფანჯრების წარმოების მიმართულებით ლიდერია საქართველოში? როგორი იყო ეს პერიოდი თქვენთვის?

ჩვენთვის ძალიან ემოციური იყო მოცემული პერიოდის რამდენიმე თვიანი ისტორია. დასაწყისში იყო გაურკვევლობის და მღელვარების შეგრძნება, თუმცა თუ დადებითი კუთხით შევხედავთ, ეს არის ამბავი ადამიანების საოცარ ორგანიზებულობაზე, გუნდურობაზე, თავდადებაზე, კრეატიულობაზე და იმაზე, რომ შეუძლებელი არაფერია. კრიზისი ერთგვარი ბიძგია განსხვავებული ფიქრისა და მოქმედებისთვის, სწორედ ეს შეგრძნებაა, რაც “დიო”-ს გუნდს კიდევ უფრო აძლიერებს და უხსნის გზას ახალი შესაძლებლობებისკენ.

შეზღუდვები საქმიანობაში თითქმის ყველა კომპანიის ოპერირებას უფრო აძნელებს, შესაბამისად მომხმარებლის აქტივობაც მცირდება, გამონაკლისი არც კომპანია “დიო” ყოფილა. ეს პერიოდის თანმხლები პროცესია და პროდუქციის რეალიზაცია ჩვენთანაც გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე დაგეგმილი გვქონდა. თუმცა, ჩვენ ვისწავლეთ ცხოვრება კორონა ვირუსთან ერთად და გვჯერა, 2020 წლის ბოლოს დაგეგმილი მაჩვენებელი არ შეიცვლება. მოგეხსენებათ, “დიო”-ს პროდუქტები მზესთან არის დაკავშირებული და დათბობა მომხმარებლის აქტივობაზე აისახება. მიმდინარე აქტიური სეზონი კარგი პროგნოზირების საშუალებას გვაძლევს.

ვამაყობთ, რომ დღემდე ვლიდერობთ ამ სფეროს.

ჩვენს ქვეყანაში და მსოფლიოში სამშენებლო სფერო მზარდად განვითარებადია, ემოციებსა და “დრაივს” უკავშირდება. ამდენად, ნებისმიერ ეტაპზე, პროგრესისკენ სწრაფვა მნიშვნელოვანია. “დიო” დინამიური ბრენდია, კარგი ტემპით ვითარდება და რუტინულ სამუშაოს არ უკავშირდება. მოგეხსენებათ, მიმდინარე მოვლენებმა სწრაფი ადაპტაცია და მოქნილობა მოითხოვა. ჩვენც სულ განვითარების პროცესში ვართ, მომხმარებელს ყოველთვის ახალ და საინტერესო პროდუქტებს ვთავაზობთ, რასაკვირველია პანდემიის პერიოდშიც ვაგრძელებდით ფიქრს და მომხმარებელს ბევრი სიახლე შევთავაზეთ.

მინის, ორგმინისა და PVC ტიხარი, ასევე ავტომობილის საიზოლაციო ტიხარი – “დიო”-მ მალევე შესთავაზა მომხმარებელს პროდუქცია, რომელიც პანდემიის დროს ყველაზე მეტად საჭირო აღმოჩნდა. როგორ მოხდა იდეების გენერირება და რამდენად აიტაცა მომხმარებელმა?

“დიო” ორიენტირებულია განვითარებაზე, მომხმარებლებისათვის კომფორტის შექმნასა და მათი მოთხოვნების, ინტერესების შესაბამისად ინოვაციური სერვისების, პროდუქტების შეთავაზებაზე.  არ შევუშინდით ახალ გამოწვევებს, დავძლიეთ და ვეცადეთ კრიზისი შესაძლებლობად გვექცია. ვადაპტირდით სიახლეების მიმართ, პროაქტიულები გავხდით – სწორედ ამიტომ კომპანიაში ახალი პროდუქტები წარმატებით დავნერგეთ.

დღეს ყველამ იცის, თუკი რაიმე ტიპის საიზოლაციო ტიხარი სჭირდებათ უსაფრთხოებისთვის – “დიო”-ში ყველაფერია. ჩვენი შეთავაზება ინდივიდუალური და მორგებულია: საფინანსო დაწესებულებების, აფთიაქების, პარფიუმერული მაღაზიების, სუპერმარკეტების, კვების ობიექტების, კაფე-რესტორნების, საწარმოებისა და ოფისებისთვის.

გვახარებს, რომ ჩვენი მომხმარებელი საკმაოდ მაღალკვალიფიციური, განათლებული და გემოვნებიანია. დარწმუნებულია ხარისხში და სწორი ინვესტიციის გაკეთებას ირჩევს.

როგორც ვიცით ზაფხული მწერების გარეშე წარმოუდგენელია, ჯერ-ჯერობით ოფიციალურად დადგენილი არ არის მწერები არიან თუ არა ვირუსის გადამტანები. ამ მიმართულებით გაქვთ რაიმე შეთავაზება მომხმარებლებისთვის?

ვიმედოვნებ,  მწერები არსებული ვირუსის გადამტან საფრთხეს არ წამოადგენენ. ასევე დიდი იმედი მაქვს გავრცელებული ვიდეობის მიხედვით, კალიების მასობრივ შემოტევას გადავურჩებით. გამოღვიძებული ფაროსანასა და სხვა მწერებისაგან კი მომხმარებელს შეგვიძლია მწერებისაგან დამცავი ბადეების მრავალფეროვანი არჩევანი შევთავაზოთ:

  • სტაციონარული – ფიქსირებული ბადე
  • ანჯამებზე მოძრავი – რომელიც კარის პრინციპით იღება
  • რულონური ტიპის – ჩამოწევა ან გვერდიდან გაწევაა შესაძლებელი
  • პლისე – გოფრირებული სტრუქტურის ბადეები ნებისმიერი დამკვეთის მოთხოვნაზეა მორგებული.

ამასთან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ყველა ტიპის ღიობს შეგვიძლია მოვარგოთ. ხაზგასმით მინდა ავღნიშნო ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა – ამ პროდუქტის სტრუქტურაა, რომელიც ლამინირებული ძუისგან შედგება, რაც განაპირობებს მის ხანგრძლივ ექსპლოატაციას, მზეზე არ ხუნდება, არ სკდება და იცავს მას ცვეთისგან. ბადის პროფილის ფერი, კი შეგვიძლია კარ-ფანჯრის პროფილის ფერს მოვარგოთ.

“დიო”-ს მწერებისაგან დამცავი ბადის დახვეწილი დიზაინი და მართვის სიმარტივე, დამატებით კომფორტს უქმნის ჩვენს მომხმარებელს ყველგან – იქნება ეს სახლი, ოფისი, აგარაკი თუ სასტუმრო.

COVID-19-ის მიერ შექმნილმა ვითარებამ თუ შეგიშალათ ხელი ინვესტიციების განხორციელებაში და რა სიახლეს უნდა ელოდოს მომხმარებელი “დიო”-სგან?

რამდენიმე ინვესტიცია უკვე განვახორციელეთ, ავაშენეთ ახალი საწარმო. ქუთაისსა და თბილისში საწარმოების ოფიციალურ გახსნას ვგეგმავდით, ეს ყველაფერი ჯერჯერობით შეჩერდა.

“დიო” არასდროს ჩერდება, სულ განვითარების პროცესშია, მომხმარებელს ყოველთვის ახალ და საინტერესო პროდუქტს სთავაზობს.

მინდა გითხრათ, რომ ამჟამად საწარმოო პროცესი, უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით შეუფერხებლად მიმდინარეობს. შესაბამისად სიახლეების კუთხით არც მიმდინარე წელი იქნება გამონაკლისი. დარწმუნებული ვართ, რომ  2020 წლის მანძილზე “დიო” განახორციელებს ბევრ განსხვავებულ და საინტერესო პროექტს, რომლებიც თავად დაარწმუნებს მომხმარებლებს, რომ “დიო”-ს ხარისხს ვერაფერი შეედრება.

მე კი ჩემის მხრივ გპირდებით, რომ გაგიზიარებთ ჩვენს სიახლეებს, გამოწვევებს, მიღწევებსა და გამოცდილებებს.

მსგავსი სტატიები