გაზრდილი გადასახადების შედეგად ილინოისში $45 მილიარდის სამშენებლო პროექტი დამტკიცდა

Construction News

აშშ-ის შტატ ილინოისის გუბერნატორმა ჯ.ბ. ბლიცკერმა  $45 მილიარდის ღირებულების სამშენებლო პროექტი დაამტკიცა.

სახელმწიფო მნიშვნელობის საინვესტიციო დოკუმენტი გზების, საკანალიზაციო სისტემის, სკოლებისა და პარკების მშენებლობასა და რეკონსტრუქციას ითვალისწინებს.

ერთად ჩვენ მივიღეთ ყველაზე დიდი და საიმედო კაპიტალდაბანდების გეგმა შტატის ისტორიაში. 6 წლის მანძილზე ჩვენ განვახორციელებთ $45 მილიარდის ინვესტირებას, რომ აღმოვაჩინოთ რა გაფუჭდა და შევაკეთოთ რაც საჭიროა”.

მსხვილი სამშენებლო პროექტიდან $33 მილიარდი სატრანსპორტო მიმართულებით არის გათვალისწინებული. საგანმანათლებლო პროექტებზე $3,5 მილიარდი დაიხარჯება, ხოლო $1,3 მილიარდი – ეკოლოგიურ საკითხებს მოხმარდება.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ $45 მილიარდიანი პროექტის განხორციელება, გაზრდილი გადასახადების საფუძველზე იგეგმება. შტატმა $2 მილიარდი შემოსავალი მხოლოდ კაზინოების ლიცენზიების გაცემით მიიღო, ხოლო შემდეგ, ყოველწლიურად – 400 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი.

ბენზინზე გადასახადი $19-იდან – $38 დოლარამდე გაიზარდა, ასევე გაიზარდა ავტომობილის რეგისტრაციის გადასახადი – ელექტრომობილის შემთხვევაში $250, ხოლო ბენზინზე მომუშავე ავტომილის გადასახადმა $50 შეადგინა. გარდა ამისა, უძრავი ქონების გადაცემაზე, კომერციული ფართის შემთხვევაში გადასახადი უკვე 10,000 აშშ დოლარს აღემატება.

ინფორმაციას khl ავრცელებს.

მსგავსი სტატიები