გაზის ექსპლუატაცია კანონმდებლობით გამკაცრდება

Construction News

ბუნებრივი აირის ექსპლუატაციასთან დაკავშირებით კანონმდებლობა გამკაცრდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.

პრემიერმა მხუთავი აირით გარდაცვლილი შვიდი ადამიანის ოჯახებს მიუსამძიმრა.

„უკვე დაწყებულია მუშაობა კანონმდებლობის გამკაცრებაზე. მათ შორის, ეს შეეხება როგორც გაზის მიმწოდებელ კომპანიებს, ისე მომხმარებლებს. რამდენადაც რთული არ უნდა იყოს ამაზე საუბარი, ჩვენ ვალდებულნი ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ამგვარი ტრაგედიები მომავალში აღარასოდეს განმეორდეს. ასევე აუცილებელია მოქალაქეების ინფორმირება, საჭიროა იმის ცოდნა, თუ როგორი მძიმე შედეგები შეიძლება მოყვეს გაზის მოხმარების წესების დარღვევას და თვითნებურ მოქმედებებს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, რომ ბუნებრივი აირის ნამწვის დაგროვების შედეგად, 31 იანვარს, თბილისში 7 ადამიანი გარდაიცვალა.

მსგავსი სტატიები