თბილისში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე, ბუნებრივი აირის ნამწვის (CO) დაგროვების შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო ადასტურებს.
სერგეენკოს განცხადებით, დაშავებულთა შესახებ ამ ეტაპზე ინფორმაცია არ არის.
„ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციით, ქეთევან წამებულის ქუჩაზე მოხდა უბედური შემთხვევა, რის შედეგადაც 7 ადამიანი გარდაიცვალა. წინასწარი მონაცემებით, ეს არის მხუთავი აირით, CO-თი გარდაცვალება”, – განაცხადა სერგეენკომ.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილები ხელოსნები არიან, რომლებიც ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ.
ადგილზე მობილიზებულია მეხანძრეები, სასწრაფო დახმარების ბრიგადები და პოლიცია. ადგილზე არიან “ყაზტრანსგაზის” წარმომადგენლებიც. მიმდინარეობს გამოძიება.