ავსტრალიაში, სიდნეის ოპერის შენობიდან სამაშველო სამსახურებმა 500-მდე ადამიანის ევაკუირება მოახდინეს. ადგილზე მონიტორინგის შედეგად ჰაერში გაზის კონცენტრაციის მაღალი შემცველობა დაფიქსირდა. dailymail-ის ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაზარალებულა.
გაჟონვის ზუსტი მიზეზების შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი. ადგილობრივი პრესის ინფორმაციით, გაჟონვა მაშინ მოხდა, როცა ოპერის შენობასთან ახლოს მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებისას გაზსადენი დაზიანდა.