გაეროს მცურავი ქალაქების პირველი კონცეფცია წარუდგინეს

Construction News

დანიელი არქიტექტორის, ბიარკე ინგელსის ჯგუფმა მსოფლიოში პირველი მცურავი ქალაქის “Oceanix City”-ს კონცეფცია გაეროს წარუდგინა. იდეა იმ ვარაუდის საპასუხოდ წარადგინეს, რომლის მიხედვითაც, ზღვის დონის მატება 2050 წლისთვის მსოფლიოს დიდი ქალაქების 90%-ის ინფრასტრუქტურასა და შენობებს დააზიანებს.

ქალაქის სქემის შემუშავებაზე არქიტექტორთა ჯგუფის გარდა, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) ინჟინრებმაც იმუშავეს. 6 რეგიონად დაყოფილ ქალაქში სულ 10,000-მდე ადამიანი იცხოვრებს. თითოეულ რეგიონს 2-ჰექტარიანი სამეზობლო პლატფორმა ექნება.

Archdaily-ს ინფორმაციით, სტიქიის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება მცურავი პლატფორმის უსაფრთხო ადგილას გადაადგილება. იმ შემთხვევაში თუ ეს ვერ მოხერხდა, კონსტრუქცია 5-ბალიან შტორმს გაუძლებს.

უსაფრთხოების მიზნით, “Oceanix City”-ში მაქსიმუმ 7-სართულიანი შენობები აშენდება. გარდა ამისა, შემუშავდება ნულოვანი ნარჩენების სისტემა და ტერიტორიაზე ეკოსისტემის რეგენერაციას შეეწყობა ხელი.

შეგახსენებთ, რომ მანამდე გაეროს გენმდივნის მოადგილე, ამინა მოჰამედი მცურავი ქალაქების მშენებლობის მოწოდებით გამოვიდა. 

მსგავსი სტატიები