გაეროს ანგარიში – როგორ ებრძვიან ქვეყნები ჰაერის დაბინძურებას

Construction News

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ახალ ანგარიშში ჰაერის დაბინძურების საყოფაცხოვრებო წყაროებზე ამახვილებენ ყურადღებას და აღნიშნავენ, რომ ყოველ საათში, 800 ადამიანი იღუპება კიბოს, გულისა და რესპირატორული დაავადებით, რაც დაბინძურებულ ჰაერს პირდაპირ უკავშირდება.

პრობლემასთან საბრძოლველად, ქვეყნებმა სხვადასხვა სტრატეგიის შემუშავება დაიწყეს. მაგალითად, ინდონეზიაში ყურადღება მახვილდება დაბინძურების იმ წყაროებზე, რომლებიც შენობების შიგნით თითქმის ყველა ადამიანს მოეპოვება, როგორებიცაა საწმენდი ან საჭმლის მოსამზადებელი საყოფაცხოვრებო ტექნიკა.

ინდოეთის მთავრობამ დააფინანსა პროგრამა, რომელიც ოჯახებს ბუნებრივი აირის ღუმელების შეძენისკენ მოუწოდებს. მთავრობა მიზნად ისახავს, 2022 წლისთვის პროგრამამ ოჯახების 95% მოიცვას.

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთში, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას საკანონმდებლო რეგულაციებით ცდილობენ, რის შედეგადაც კალიფორნიაში, არასრულწლოვნებს ფილტვის ფუნქციონირება გაუუმჯობესდათ, ჩინეთის ინდუსტრიულ ქალაქებში კი ბოლო 5 წლის განმავლობაში ჰაერში მტვრის ნაწილაკების რაოდენობა 33%-ით შემცირდა.

გაეროს სპეციალური ანგარიშის მიხედვით, სახლის პირობებში ჰაერის დაბინძურების წყაროების არსებობა მცირდება ლათინო ამერიკაში, აზიასა და ევროპის ნაწილში. გაეროს სტატისტიკით, დღეისათვის 127 ქვეყანამ მიიღო საკანონმდებლო რეგულაციები პოლიეთილენის პარკების შესახებ, 27 ქვეყანაში ინდუსტრიული მწარმოებლებისთვის გადასახადის დაწესებაზე საუბრობენ, ხოლო 8 ქვეყანამ აკრძალა კოსმეტიკაში აღმოჩენილი ისეთი ნივთიერებები, რომელთა ჰაერში გაბნევა დაბინძურების რისკებს აჩენს.

გაეროს სპეციალური ანგარიშის რეკომენდაცია მოიცავს წიაღისეულის გადამამუშავებელ ქარხნების მშენებლობის შეზღუდვას ან არსებულის ახლით ჩანაცვლებას 2030 წლამდე. ასევე, განახლებადი ენერგიის წყაროების მაქსიმალურად ჩართვას წარმოების პროცესში.  

მსგავსი სტატიები