გაეროს ანგარიში – ეკოსისტემის სახეობის 25%-ს განადგურება ემუქრება

Construction News

გაეროს ბიომრავალფეროვნებისა და ეკოსისტემური მომსახურების სამეცნიერო-პოლიტიკური პლატფორმა (IPBES) ახალ ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტის შემუშავებაზე 50 ქვეყნის სპეციალისტები მუშაობდნენ. ანგარიშის მიხედით, განადგურების საფრთხე პლანეტის ეკოსისტემის სახეობების 25%-ს ემუქრება.

1,800-გვერდიანი ანგარიშის მოკლე 40-გვერდიანი ვერსია პარიზში წარადგინეს. დოკუმენტში შეფასებულია, თუ რამდენად არის მსოფლიოს მოსახლეობა დამოკიდებული ბუნებრივ სისტემებზე. ანგარიშის მიხედვით,1980-2000 წლებში 100 მილიონი ჰექტარი ტროპიკული ტყე განადგურდა. დოკუმენტში აღნიშნულია ისიც, რომ 1992 წლიდან ქალაქების ფართობი გაორმაგებულია.

სამეცნიერო-პოლიტიკური პლატფორმის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ბიოლოგიური სახეობების განადგურება დაჩქარებული ტემპებით გრძელდება და ეკოლოგიური კატასტროფის თავიდან ასაცილებლად საგანგებო ზომების მიღება პოლიტიკურ დონეზე უნდა განხორციელდეს.

მსგავსი სტატიები