გაერთიანებულ სამეფოში მწვანე სივრცეების მოსაწყობად £1,35 მილიონიანი ფონდი შეიქმნა

Construction News

გაერთიანებული სამეფოს საზოგადოებრივმა მდივანმა £1,35 მილიონიანი ფონდის შექმნის შესახებ განაცხადა. აღნიშნული ფონდიდან გაცემული გრანტებით 68 ახალი მწვანე სივრცის შექმნა დაფინანსდება.

დაფინანსების მიღებას ათეულობით საზოგადოებრივი ჯგუფი შეძლებს, რაც ურბანულ დასახლებებში მიტოვებული ადგილების მწვანე სივრცეებად გარდაქმნას მოხმარდება.

დაფინანსება ხელს შეუწყობს საზოგადოებრივ ჯგუფებს შექმნან 19 ახალი პარკი და განაახლონ ამჟამად გამოუყენებელი 49 მიწის ნაკვეთი, რაც უფრო მეტად გაამწვანებს ქალაქებს და გაზრდის ბიომრავალფეროვნებას ქვეყნის მასშტაბით.

ახალი პარკები და მწვანე სივრცეები უზრუნველყოფენ ბავშვებისთვის სათამაშო მოედნების მოწყობას, ფიტნეს ობიექტების განთავსებას, ასევე, კარგი შესაძლებლობა იქნება ოჯახის წევრებისა და მეგობრების თავშესაყრელად, რაც ადამიანის მარტოობის წინააღმდეგაც იმოქმედებს.

ახალი გრანტი, 2016 წელს გამოცხადებული “Pocket Parks” პროექტის მესამე ეტაპია. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, საზოგადოებრივ ჯგუფებზე უკვე 352 გრანტია გაცემული, რამაც ბიძგი მისცა 146 პარკის შექმნასა და 206 მიტოვებული ტერიტორიის გაცოცხლებას, ქვეყნის მასშტაბით.

წყარო: gov.uk

მსგავსი სტატიები