ბუენოს-აირესში თბილისის სკვერი გაიხსნა

Construction News

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და არგენტინის მიერ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის აღიარების 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად, ქ. ბუენოს-აირესში თბილისის სკვერის ინაუგურაცია გაიმართა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებას ესწრებოდნენ ბუენოს-აირესის ავტონომიური ქალაქის პარლამენტისა და მთავრობის წევრები, არგენტინის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

ღონისძიებაზე, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ქალაქის პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ფრანცისკო კინტანამ, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ირაკლი ყურაშვილმა და მერიის წარმომადგენელმა ალეხანდრა ფერეირამ.

მსგავსი სტატიები