ბუენოს-აირესის სასტუმროში ხანძარი მსხვერპლით დასრულდა

Construction News

არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 112 დაშავდა.

უცხოური მედიის ინფორმაციით, 60 ადამიანი მკურნალობის კურსს საავადმყოფოში განაგრძობს. 5 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

ხანძარი სასტუმროს მე-5 სართულზე გაჩნდა, რის შემდეგაც ცეცხლი მთელ შენობას მოედო.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.

მსგავსი სტატიები